ტექნიკური სერვისი

     საქართველოს მასშტაბით აიტექნიკს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური ტექნიკოსებით დაკომპლექტებული სერვის ცენტრი. კომპანია უკვე მეექვსე წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და როგორც პროდუქციის მხრივ, ისე ტექნიკური სერვისით მოწინავე ადგილს იკავებს.  ჩვენი სერვის ცენტრი ემსახურება არა მხოლოდ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, არამედ რამდენიმე წამყვან ორგანიზაციასაც ტექნიკის სფეროში.

                                                                     ტექნიკური სერვისი ადგილზე მისვლით

     გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ რეალობაში საქმიან ადამიანებს საკმაოდ გადატვირთული რეჟიმი აქვთ, iTechnic-მა გადაწყვიტა ახალი სერვისის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს აღარ მოუწევს ჩვენს სერვის ცენტრში მოსვლა ტექნიკური მომსახურების მისაღებად, iPhone-ის დაზიანების შემთხვევაში, ჩვენი ტექნიკოსი ადგილზე მოგემსახურებათ.