iTechnic-ი ქართულ ბაზარზე 2011 წლის 5 აგვისტოდან მოღვაწეობს და საქართველოში Apple-ის პროდუქციისა და აქსესუარების რეალიზატორ კომპანიათა შორის ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. ამჟამად მომხმარებლებს ემსახურება iTechnic-ის 5 მაღაზია, სადაც შეგიძლიათ  შეიძინოთ Apple-ის ტექნიკა საუკეთესო საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, მისთვის საჭირო ყველა აქსესუარითა და პროგრამული უზრუნველყოფით.
 
   iTechnic-ის მაღაზიებს, რომლებიც წარმოდგენილია ბათუმსა და თბილისში, ემსახურება 2 სერვის ცენტრი, სადაც მომხამრებელს შეუძლია მიიღოს სწრაფი და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება.
 
 
   კომპანია iTechnic- ბაზარზე გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებითა და პროფესიონალთა გუნდით. გუნდით, რომელიც განაპირობებს თქვენთან გრძელვადიან ურთიერთობას.
 
 
    2015   წელს   განათლების    ხარისხის   განვითარების   ეროვნული ცენტრის   კვლევის  შედეგად,  კომპანია  აიტექნიკი, ქართულ ბაზარზე 10 საუკეთესო კომპანიათა შორის დასახელდა. ამავე წელს iTechnic-ი დაჯილდოვდა ევროპის საერთაშორისო თაღით, როგორც მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მქონე კომპანია.